"ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ზაალ მიქელაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
ზაალ მიქელაძემ მედპერსონალს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დაავადების მართვის ერთ-ერთი გზა სწორედ იმუნიზაციაა.
"ამ დავადების მართვა ადამიანის ხელშია სწორედ იმუნიზაციით, ვიდრე არ არის კონკრეტული ვირუსზე მოქმედი მედიკამენტი მსოფლიოში. მე წესით არც ასაკით და არც სამედიცინო აქტიურობით არ მეკუთვნოდა ამ ეტაპზე იმუნიზაციაში ჩართვა, მაგრამ გადავწყვიტე პირველ რიგში ჩემი მოქალაქეების და განსაკუთრებით კოლეგებისათვის მოსაწოდებლად გადამედგა ეს ნაბიჯი.
რადგან მოქალაქეები, სწორედ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის განწყობაზე ყურადღების მიქცევით იღებენ გადაწყვეტილებებს. სწორედ კოლეგებს მოვუწოდებ პირველ რიგში ჩაერთონ იმუნიზაციაში. ის თუ როდის გაიხსნება ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ეს გასაღები ჩვენს ხელშია"-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.