ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაფართოებული აეროპორტი რეგიონის ეკონომიკას მკვეთრად განავითარებს, ბათუმში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი საფეხბურთო სტადიონზეც იმყოფებოდა და ბათუმში ყოფილი ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე სამი ცათამბჯენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.