კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ "კავკასუს ონლაინის" 51%-იანი წილის ნასყიდობა მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა, გარიგებას "უკანონოს"უწოდებენ და კომისია "კავკასუს ონლაინის" მორიგი სანქცირებისთვის ემზადება. კომისიის განცხადების თანახმად, 100%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი გახდა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში კი ასახულია, რომ მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური/დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება აქვს.
კომუნიკაციების კომისიამ მმართველი კავკასუსს რამდენიმე თვის წინ დაუნიშნა.