როგორ უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშანი ახლით

24 მარტი 2021, 14:45 6100 ნახვა

1 აპრილიდან მფლობელი, ისეთი ავტომობილით გადაადგილებას, რომელსაც ძველი სანომრე ნიშანი აქვს ვეღარ შეძლებს. თვის ბოლოდან ავტომობილის ძველ სანომრე ნიშნებს ძალა ეკარგება.

ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

ნომრის შეცვლა სახლიდან გაუსვლელად, აპლიკაციის „SAGENCY​" დახმარებითაცაა შესაძლებელი. აპლიკაციის გადმოწერა ხდება „აიფონით“ სარგებლობის შემთხვევაში APP Store-დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობის შემთხვევაში - PLAY Store-დან.

აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული.

დისტანციური მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, შესაბამის ველში უნდა მიუთითოს:

• სახელი;

• გვარი;

• პირადი ნომერი;

• მობილური ტელეფონის ნომერი;

•ელექტრონული ფოსტის მისამართი.

რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ პირად გვერდზე გადასვლას შეძლებს.

პირადი გვერდის მთავარ პანელზე გამოჩნდება ნომრის შეცვლის ბანერი. დაინტერესებულ პირს მასზე თითის დაჭერით გამოუჩნდება მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება. შემდეგ იგი უკვე აირჩევს მისთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც სურს დამზადებული სანომრე ნიშნისა და სარეგისტრაციო მოწმობის გატანა, ასევე, ირჩევს სასურველ სახელმწიფო სანომრე ნიშანს, იხდის საფასურს და მითითებულ მისამართზე, არაუადრეს მეოთხე და არაუგვიანეს მეექვსე სამუშაო დღეს, მიაკითხავს წამოსაღებად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი