პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს კავკასიაში დანიელ მაკსუინს შეხვდა. საუბარი აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 13 პირის გადმოსვენების საკითხს შეეხო.
ამ დრომდე წითელი ჯვრის დახმარებით 550-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი, მათგან 200-მდე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია მათი ოჯახებისთვის. ინფორმაციას და ვიდეო-მასალას მთავრობა ავრცელებს.