საჩივრების განხილვა ბათუმში

02 ნოემბერი 2016, 00:00 3349 ნახვა

ბათუმის საოლქო კომისიაში საჩივრებს სავარაუდოდ დღეს შეიტანს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა''. ეს არის საჩივრები იმ უბნებზე, სადაც შემაჯამებელი ოქმები 31 ოქტომბერს დაიწერა და შესაბამისად საჩივრების შეტანის ვადა ჯერ არ ამოწურულა. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინ 40 საჩივარი განიხილა. ოლქმა მათი ნაწილი, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა დააკმაყოფილა და კომისიის წევრებს გაფრთხილება და შენიშვნა მისცა. ერთ შემთხვევაში კი საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. 

ამავე კატეგორიაში