კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება - შარლ მიშელი

22 მარტი 2021, 21:18 851 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განაცხადებით, მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება

"შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მიღწეული პროგრესი. დროა საჭირო კომპრომისების მიღწევა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი შუამავლობის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა.​ დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში