მეწყრის საფრთხე-ვაშლიჯვარში შექმნილ ვითარებას გერმანელი ექსპერტები სწავლობენ

22 მარტი 2021, 15:23 973 ნახვა

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, ნაპრალი პროგრესირებს, ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეწყრული პროცესის მიმდინარეობა მინიმალური მოცულობით ხდება. უკვე რამდენიმე საათია, რაც ვაშლიჯვარში დაწყებულ მეწყრულ პროცესს გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს.  მერის მოადგილის  განცხადებით, კვლევის პირველადი შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. მოქალაქეები ითხოვენ, არ გაიცეს არცერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება. მოთხოვნათა შორის არის დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტთა ჯგუფის შექმნაც. მერიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ჯგუფი უკვე არსებობს და ის 2 კვირაა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა პროექტირება, პარალელურად სპეციალურად შექმნილი ჯგუფი ტერიტორიის 24 საათიან მონიტორიგს ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი