მეწყრის საფრთხე-ვაშლიჯვარში შექმნილ ვითარებას გერმანელი ექსპერტები სწავლობენ

22 მარტი 2021, 11:56 835 ნახვა

თბილისის მერიის მიერ მოწვეული გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც თბილისში, მთის ფერდზე გაჩენილი მეწყრული პროცესები უნდა შეაფასონ,  საქართველოში არიან და ისინი უკვე ჩაერთვნენ კვლევის სამუშაოებში. პარალელურად, ვაშლიჯვრის მოსახლეობამ შეიმუშავა პეტიცია. მოქალაქეები ითხოვენ, არ გაიცეს არცერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება. მოთხოვნათა შორის არის დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტთა ჯგუფის შექმნაც. მერიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ჯგუფი უკვე არსებობს და ის 2 კვირაა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში