რა მდგომარეობაა ვეტ-კლინიკებსა და აფთიაქებში?

21 მარტი 2021, 20:10 1490 ნახვა

რა მდგომარეობაა ვეტ-აფთიაქებსა და კლინიკებში და რამდენად იცავენ ისინი უსაფრთხოების წესებს? სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში  ვადაგასული ან უვარგისი პრეპარატების რეალიზაციის გამო 52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა, ჩვენ მივმართეთ დაწესებულებებს თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შინაური ცხოველების ინტერესების დამცველები, სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ, არადა ასეთი პრეპარატები ცხოველების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, კონკრეტულად აჭარაში ასეთი დაჯარიმებული 20-მდე დაწესებულებაა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში