თურქეთში მიმდინარე წელს 26 ტერაქტი აღკვეთეს

18 მარტი 2021, 15:50 917 ნახვა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით,  ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიმდინარე წლის პირველ თვეებში სულ ცოტა 26 ტერორისტული აქტის აღკვეთა შეძლეს.  მინისტრის თქმით, ერთ-ერთი ტერაქტი, რომელიც დღეს უნდა განხორცილებულიყო აღიკვეთა.  გასულის წლის ოქტომბერში თურქეთში 25 უცხო ქვეყნის მოქლაქე დააკავეს, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ერთი თვით წინ სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ 2020 წელს საერთო ჯამში თურქულმა სპეცსამსახურებმა 152 ტერაქტი აღკვეთა და  26 ტონაზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი