სახელმწიფო ქონების იჯარით ამღებ ან მყიდველ კომპანიებს შეღავათები დაუწესდებათ - თურნავა 

18 მარტი 2021, 13:00 1045 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ყველანაირი წესით სახელმწიფო ქონების იჯარით ამღები ან მყიდველი კომპანიები გადასახადების გადავადებით და პირგასამტეხლოს პატიებით სარგებლობას შეძლებენ.

„ჩვენს მიერაა ინიცირებული და უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს სახელმწიფოს ქონების შესახებ კანონში ცვლილებები. საუბარია კომპანიებზე, რომლებსაც აუქციონის გზით, პირობით შეიძინეს ქონება, ბევრ ასეთ კომპანიას პრობლემა შეექმნა პანდემიის გამო. ვერ შეძლეს დროულად საფასურის გადახდა, საინვესტიციო პირობების შესრულება. ხოლო მათ, ვინც აუქციონით იჯარით აიღეს სახელმწიფო ქონება, დაუგროვდათ გადაუხდელი საიჯარო გადასახადი.

დღემდე არსებობს ისეთი იურიდიული პრობლემა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ქონებას პირდაპირი გადაცემის წესით იღებდნენ, შეღავათს იღებდნენ, ხოლო მათთვის,  ვინც აუქციონის წესით იძენდნენ ან იჯარით იღებდნენ, საკანონმდებლო ჩანაწერის გამო, შეღავათს ვერ ვაკეთებდით.

ამ ცვლილების შედეგად თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ ყველანაირი წესით სახელმწიფო ქონების იჯარით ამღებ ან მყიდველ კომპანიებს, ყველას მიეცემა საშუალება, თუკი ისინი დაასაბუთებენ, რომ პანდემიამ დააზარალა, რომ მთავრობამ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს, რომ გადაუვადოს გადასახადები, აპატიოს პირგასამტეხლო, გადაუვადოს საიჯარო ქირა.

 დღესდღეობით მიმართვის საფუძველზე 109 მცირე და საშუალო კომპანიაა, რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ“,- აღნიშნა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი