„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღესაც გაიმართება

18 მარტი 2021, 10:01 895 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, გუშინდელის მსგავსად, დღესაც გულმოდგინედ იმუშავებენ პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრაზე.

„ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე. ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ისვე როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ველოდები, რომ მოგვიანებით შეგხვდებით“, – განაცხადა დანიელსონმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში