ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრებისა და იქ გაკეთებული განცხადებების პარალელურად კრისტიან დანიელსონი ისევ საქართველოში რჩება და განაგრძობს შეხვედრებს. შეძლო თუ არა მან ქართული ოცნების და ოპოზიციის პოზიციების დაახლოვება, რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით დიპლომატი დეტალებზე არ საუბრობს.ოპოზიცია კი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რაზეც ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ მათ მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯებით ოპოზიციის წილი პასუხისმგებლობაც აიღეს. ჯერ უცნობია ვის შეხვდება დღეს შვედი დიპლომატი. კრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი უკვე მივიდნენ ევროკავშირის ოფისში.