ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ შეხვედრები გაიმართება, როგორც კი ეს აუცილებელი იქნება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე დაახლოვდა თუ არა მხარეების პოზიციები ყველაზე რთულ საკითხებზე, დიპლომატი ასე პასუხობს: „ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას“.
კრისტიან დანიელსონის თქმით, ყველა მხარე კვლავ კონსტრუქციულია.