თურქეთი უცხოელი მოგზაურების მიღების წესს ცვლის

16 მარტი 2021, 16:07 1394 ნახვა

თურქეთში უცხოელი ტურისტების თავისუფალი მოგზაურობისთვის მთავარი პირობა ინფიცირებულთა რიცხვის  შემცირებაა, - ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა. თურქეთის ხელისუფლება 15 აპრილამდე მონიტორინგს გეგმავს. უპირატესობით იმ ქვეყნების მოქალაქეები ისარგებლებენ,  სადაც ვაქცინირებულთა რიცხვი დიდია. "თუ ჩვენ შემთხვევების რიცხვის შემცირებას დავინახავთ, შარშანდელ პრაქტიკას მივმართავთ და უცხოელებს პი-სი-არ ტესტის უარყოფით პასუხს აღარ მოვთხოვთ", - განაცხადა მინისტრმა. 15 მარტიდან თურქეთში მოგზაურობის მსურველს  ქაღალდის ანკეტის შევსება აღარ მოეთხოვება. იგი ელექტრონული ფორმით შეიცვლება, რომელიც  თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული და მისი შევსება თურქეთში მოგზაურობის დაწყებამდე 72 საათით ადრე უნდა შეივსოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი