სარიტუალო დარბაზების მფლობელები და იქ დასაქმებულთა ნაწილი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე მათ მთავრობის სახლთან აქცია გამართეს, ითხოვენ მუშაობის განახლებას. ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ბანკში კი სასესხო ვალდებულებები აქვთ. აქციაზე იმყოფებიან ასევე მუსიკოსები, ოპერატორები, ფოტოგრაფები და სარიტუალო დარბაზში დასაქმებული სხვა პერსონალიც.