ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში სპექტაკლებს მაყურებლები დაესწრებიან. მსახიობები საპრემიერო ჩვენებებისთვის უკვე ემზადებიან და 2 სპექტაკლზე მუშაობენ, რომლიდანაც ერთ-ერთის ჩვენება აპრილის პირველ ნახევარში იგეგმება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თეატრი დისტანციის დაცვით 150-მდე მაყურებლის მიღებას შეძლებს .პანდემიის პერიოდში დრამატული თეატრის მსახიობებმა სულ ექვსი სპექტაკლი დადგეს.