თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა დღეიდან ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ

15 მარტი 2021, 09:49 3411 ნახვა

თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა დღეიდან ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ. გადაწყვეტილება თურქულმა მხარემ მიიღო და ის საელჩოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

"თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში შემოსვლის რიგი წესები და პირობები:

მ/წლის 15 მარტიდან, თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებულნი არიან, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსონ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა. აღნიშნული რეგულაციის მიზანია, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გაადვილდეს დაინფიცირებული მოქალაქისა და მისი კონტაქტების გამოვლენის პროცესი.

ამასთან, მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. ,,HES“ კოდის გენერირებას, რაც საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას.

განაცხადის შევსება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://register.health.gov.tr/...

ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08"- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი