შს მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

13 მარტი 2021, 12:06 658 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.

ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში