საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მხარეებს დღეს არსებული შესაძლებლობის ადეკვატურად გამოყენებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ არ აყვნენ უადგილო რიტორიკას, თავი შეიკავონ ხელოვნური აჟიოტაჟისგან, რამაც შესაძლოა დააზიანოს მიმდინარე პროცესი და ასევე ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან.