კრისტიან დანიელსონის შეხვედრები „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციასთან

12 მარტი 2021, 18:10 1189 ნახვა

მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა - ეს განცხადება დღეს დილით კრისტიან დანიელსონმა გააკეთა, რომელიც  შარლ მიშელის  შემდეგ კიდევ ერთი მომლაპარაკებელია და შეეცდება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოზიციების დაახლოვებას.  

ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება  წინ წავიდეს.  მან უკვე მოუსმინა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც  აუდიენციის დასრულების შემდეგ  თქვეს მხოლოდ ის, რომ  დიალოგით წარმატებით დასრულებისთვის მზად არიან. 

სხვა  დეტალებზე, შეხვედრის შინაარსობრივი ნაწილთან დაკავშირებით კი  არაფერი თქვეს.  არც ის,  რა პოზიცია აქვთ  დღეს უკვე   ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი