“ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმაზე, რომ ქვეყანა ჩიხშია შესული”-დანიელსონი

12 მარტი 2021, 14:56 1160 ნახვა

ფასილიტაციიდან მედიაციის პროცესი ევროპელი შუამავლის ჩართულობით  დაიწყო.  ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი დილიდან მართავს შეხვედრებს. მისი  პირველი შეფასებები  კი ასეთია:  ,,ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და რაც ახლა საქართველოში ხდება მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“. შვედი დიპლომატი კონსესუსისკენ მოუწოდებს  მხარეებს და მიაჩნია, რომ ისინი უნდა გაუმკლავდნენ პროცესებს და ნახონ გამოსავალი კომპრომისისთვის. უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების თემა იქნება არა მარტო არსებული პოლიტიკური ვითარება, არამედ საარჩევნო  და როგორც შვედი დიპლომატი ამბობს, პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმებზე მსჯელობა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი