ევროპელი მედიატორის შეხვედრები თბილისში ხელისუფლების პირველ პირებთან დაიწყო. კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტს, ამ წუთებში კი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც დაგეგმილია მედიისთვის განცხადების გაკეთება. მაღალი რანგის შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრება. ზუსტად ერთ საათში ჩანიშნულია შვედი დიპლომატის ბრიფინგი, რომელზეც სავარაუდოდ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს და გავიგებთ, რა იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს და რა გზები რჩება პოლიტიკური პროცესების დასარეგულირებლად.