კრისტიან დენიელსონი საქართველოს დღეს გვიან ღამით ეწვევა. საქართველოში ევროპელ მედიატორს შარლ მიშელის გამგზავრების შემდეგ ელოდებიან. ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრების შეფასებით, სწორედ ეს დღეები განსაზღვრავს საქართველოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ევროინტეგრაციის პერსპექტივას. უკვე ცნობილია, რომ ევროპელი მედიატორი მოლაპარაკების პროცესში ხვალიდან ჩაერთვება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კონკრეტული წინადადებებით ჩამოვა.