ბერა ივანიშვილის ინტერვიუს პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ნორმალურია ოჯახის შეურაცხყოფისთვის ადამიანებს პასუხი მოსთხოვო. ფიქრობენ, რომ ქმედება, რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული, დანაშაული ვერ იქნება. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბერამ აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა, რომ ჩანაწერი ავთენტურია. ამბობენ, რომ იკვეთება დანაშაულის ნიშნები და დასტურდება, რომ ადამიანებს უკანონოდ ექცევიან.