“აღასრულე სასამართლო გადაწყვეტილება, ნუ უწყობ ხელს მშობლისა და შვილის გაუცხოებას “ - ამ და სხვა მოთხოვნებით ბათუმში ადვოკატებთან ერთად მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის სხვერპლთა დახმარების სააგენტო არაეფექტურ მუშაობაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემურია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, როცა დაბალია სააგენტოში დასაქმებულების კვალიფიკაცია და კომპეტენცია. სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ამბობენ, რომ სასამართლო აღსრულების კუთხით მულტიგუნდურად მუშაობენ და ეფექტური შედეგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლების და ბავშვების ურთიერთობის დარეგულირება, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. მათი განცხადებით, აღსრულების პროცესი მრავალმხრივ მუშაობას მოითხოვს, ხშირად მშობლები ერთმანეთთან მინიმალურ კომუნიკაციას ვერ ამყარებენ.