აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორი სოფლის - წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, რადგან 1988 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ბინები გადასცეს, თუმცა გარემონტების საშუალება არ აქვთ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ კითხვები აქვთ თორნიკე რიჟვაძესთან.
"ჩვენ არ გვაქვს სახსრები, რომ ეს ბინები გავარემონტოთ და შესაბამისად ვერ შევძლებთ იქ ცხოვრებას. ამ კითხვებზე გვიპასუხოს თორნიკე რიჟვაძემ. ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და კანონის ფორმებში უნდა გადმოგვცემოდა თეთრი კარკასი"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ისინი სოციალური ბინების გარემონტებას ან სარემონტო თანხას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათ თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდება, ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებს დაახლოებით 1 საათში შეხვდება.