საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის 2021 ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი არ დაუჭირა. ცვლილება გასული წლის ბიუჯეტიდან მორჩენილი ნაშთის ხარჯვას შეეხებოდა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელს მაუწყებელმა პრემიების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უნდა შესრულდეს.