თავდაცვის სამინისტროს განცხადება

04 მარტი 2021, 12:01 976 ნახვა

გარდაიცვალა მე-4 მექანიზებული ბრიგადის პირველი კლასის რიგითი, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს, "განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა". სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სამხედრო პოლიცია გამოძიებას ატარებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი