გამჭვირვალობა საქართველო: ვაქცინის დანერგვის გეგმაში არაა შეფასებული კორუფციული რისკები

02 მარტი 2021, 15:37 798 ნახვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, კოვიდ 19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში არაა შეფასებული კორუფციული რისკები და არაა გათვალისწინებული  არაკეთილსინდისიერი ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები. მათი განცხადებით, კორუფციის რისკების წინასწარ არ გათვალისწინებამ შესაძლოა პრობლემები და შეფერხებები შეუქმნას იმუნიზაციის უმნიშვნელოვანესს პროცესს. მათი აზრით, დოკუმენტში პროცედურები დეტალურად არის გაწერილი, თუმცა პროცესში ჩართული მხარეების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენცია და რეაგირება არაა სათანადოდ გათვალისწინებული. ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ იმუნიზაციის გეგმაში შეტანილი ტრენინგები და მონიტორინგის სისტემა ძირითადად მიმართულია პროცედურების დაცვის საკითხებზე და არა კორუფციული დარღვევების მართვაზე. “საერთაშორიოს გამჭვირვალობის“ რეკომენდაციებს შორის არის დარღვევების მხილებისა და მასზე რეაგირების პუნქტისა და ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმაში კეთილსინდისიერების კომპონენტის დამატება, რომელშიც სანქციებიც იქნება გაწერილი.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭო მზადაა განიხილოს ანტიკორუფციული კუთხით შეთავაზებული წინადადებები, ამბობს, რომ რისკების დაზღვევა მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი