ბულვარის დამცველების აქცია განათლების სამინისტროსთან

02 მარტი 2021, 15:29 271 ნახვა

„შეაჩერეთ ამბასადორის უკანონო მშენებლობა“-ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის  წინააღმდეგ მორიგი აქცია განათლების სამინისტროსთან გაიმართა. 

აქციის მონაწილეები მინისტრს მაია ხაჯიშვილის მშენებლობის შეჩერებასა და მშენებლობაზე გაცემუილი  ნებართვის ბათილად ცნობას სთხოვენ.

"მინისტრისგან ვითხოვთ, შეაჩეროს მშენებლობა და ბათილად ცნოს სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადავინაცვლებთ სასამართლოში. არ მივცემთ საშუალებას, დამახინჯდეს ბულვარი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, - აცხადებს "დაიცავი ბათუმის ბულვარის" საინიციატივო ჯგუფის წევრი ნათია აფხაზავა.

ბულვარის დამცველები მინისტრს ვადას პარასკევამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხზე „ბათომი“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სასამართლო დავას დაიწყებს.

"ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ აუცილებლად გაჩერდეს მშენებლობა. თუ სამინისტრო ფიქრობს, რომ ეს არის დავა, ნამდვილად არის დავა ამ პერიოდში არ მიანიჭოს უპირატესობა ბიზნესმენს და მიიღოს გადაწვეტილება იმის სასარგებლოდ, რომ იმან აშენოს და ჩვენ აქ მხოლოდ აქციები ვატაროთ" - აცხადებს "დაიცავი ბათუმის ბულვარის" საინიციატივო ჯგუფის წევრი ირმა ზოიძე.

ამასთან, აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პროტესტის მასშტაბები გაფართოვდეს და ბულვარში კარვები დაიდგას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში