პოლიტიკური კრიზისი სომხეთში

01 მარტი 2021, 15:42 922 ნახვა

სომხეთის უშიშროების საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საბჭოს წევრები ქვეყნის მეთაურს პრემიერ-მინისტრის განცხადების დაკმაყოფილებას თხოვენ. დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გენშტაბის უფროსი არ გამოცხადდა.ფაშინიანის მოწინააღმდეგები ერევნის ცენტრში სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ, სადაც რამდენიმე სამინისტროა განთავსებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობის პირველ სართულზე აქცია გამართეს და უწყებების თანამშრომლებს მოუწოდეს მონაწილეობას ნუ მიიღებენ ფაშინიანის მხარდამჭერ აქციებში. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ერევნის  ცენტრალური პრეფექტურის შენობა დაიკავეს.  სომხეთში მორიგი პოლიტიკური კრიზისი პრემიერ ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა რუსული ისკანდერების შესახებ.  მან თქვა, რომ  რუსეთიდან მოწოდებული ეს ტექნიკა გაუმართავია. ფაშინიანმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ეს სიტყვები უკან წაიღო და განცხადა, რომ იგი არასწორად იყო ინფორმირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი