თავად ლეიკემიასთან მებრძოლი ლუკ გრენფელ შოუ-26 წლის ველოსიპედისტია, რომელიც სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის 300 ათასი ევროს შეგროვებას ცდილობს. „ბრისტოლიდან - ბეიჯინამდე“ - ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ქველმოქმედი 30 ქვეყნის შემოვლას აპირებს.მან საქართველოში მოგზაურობა დედასთან ერთად ბათუმიდან დაიწყო.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლების დახმარებით უკვე მოინახულა ქალაქის ღირსშესანიშნაობები. მასთან ერთად იმყოფებიან ბი-ბი-სის ჟურნალისტები რომლებიც მის მოგზაურობას დოკუმენტურ ფილმად აქცევენ.