„ აღფრთოვანებული ვარ საქართველოში მოგზაურობის დაწყებით და ერთი სული მაქვს აღმოვაჩინო ის“ - ეს 26 წლის ფანდრაიზერის სიტყვებია. ცნობილმა ველოსიპედისტმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. ველოსიპედისტი დედასთან ერთად მოგზაურობს და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს.
ექიმებმა სიმსივნური დაავადება მას დაუდგინეს. „ბრისტოლიდან - ბეიჯინამდე“ ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის შემოვლას გეგმავს. მასთან ერთად საქართველოში ბი-ბი-სის ჟურნალისტებიც იმყოფებიან. რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოინახულა.