ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

26 თებერვალი 2021, 20:22 852 ნახვა

ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში