საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების გამბაჟებაზე საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდა.
"ავტოიმპორტიორებისათვის გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. მოგეხსენებათ საქართველოში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე გამბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის 1 მარტამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ვადა გადავწიეთ 1 ივნისამდე. ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალების 19 000 მფლობელს შეეხება. მათ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.