გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეზღუდვების ფრთხილი შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პრეზიდიუმის ონლაინ-სხდომაზე კანცლერმა შეზღუდვების შემსუბუქებისას უფრო მეტი ტესტის გაკეთების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი.
მერკელის თქმით, მოქალაქეები შემსუბუქებასთან დაკავშირებით სტრატეგიის მიღებას ელოდებიან. გერმანიის მთავრობის მეთაურმა სამი სფერო გამოყო, სადაც შესაძლოა შეზღუდვები შემსუბუქდეს.
ესენია: პირადი კონტაქტების სფერო, სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, ასევე კულტურის სფერო, რესტორნები და სპორტული ჯგუფები.
გერმანიაში პანდემიის დაწყების შემდეგ კოვიდ-19-ის 2 მილიონ 390 ათას 928 შემთხვევაა გამოვლენილი.