მოპედზე მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება იგეგმება

22 თებერვალი 2021, 17:53 1414 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედებზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა იგეგმება.

„იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“ – განაცხადა გომელაურმა.

მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე ორი წლის წინაც იყო საუბარი, როცა საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის მართვის მოწმობას 17 წლის პირები ვეღარ აიღებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი