ნიუ-იორკში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების 23 შემთხვევას სწავლობენ

19 თებერვალი 2021, 15:34 874 ნახვა

აშშ-ის ხელისუფლება ნიუ-იორკში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვალების 23 შემთხვევას შეისწავლის. პრეპარატის მიღებასა და გარდაცვალებასთან კავშირი ჯერ დადგენილი არ არის.   ლეტალურ შემთხვევათა მიზეზი უნდა დადგინდეს. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის  და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა.  ნიუ-იორკის შტატში, ისევე როგორც მთლიანად აშშ-ში მოსახლეობის პრიორიტეტული კატეგორიის ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან 75 წელს გადაცილებულები,  მედიცინის მუშაკები, მოხუცებულთა სახლების მცხოვრებლები.  ამას გარდა, პრიორიტეტულ ჯგუფებში შედიან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით ასაკის მიუხედავად, საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, მეხანძრეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკები, ფოსტალიონები.  ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრის შემდეგ გვერდითი ეფექტების 643 შემთხვევა დაფიქისრდა. საუბარია თავის ტკივილზე, სხეულის ტემპერატურაზე, დაღლილობასა და შემცივნებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი