დღეიდან კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისები აღდგა. მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩასაბარებლად აუცილებელია სააგენტოს ვებგვერდზე გამოცდის რიგი ელექტრონულად დაჯავშნოთ. რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. ასევე აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებულ პირებს იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებაც შეუძლიათ. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს მომსახურების მისაღებად ადგილზე პირბადით მივიდნენ.