უკრაინის ოპოზიციამ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 2 თებერვალს ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე სამი უკრაინული ტელეარხისთვის-112 უკრაინა, ნიუს-უანი და ზიკი 5 წლიანი ვადით სანქციების დაწესების შესახებ ბრძანება გამოსცა. პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ ტელეარხებმა მაუწყებლობა შეწყვიტეს და სახელმწიფოს მეთაური ოპოზიციურ მედიაზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულეს.