პეტრე ზამბახიძის ბრიფინგი

29 ოქტომბერი 2016, 00:00 3799 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო სიაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს. პეტრე ზამბახიძე კონკრეტულ მისამართებს ასახელებს, სადაც, მისი განცხადებით, უცნობი პირებია რეგისტრირებული. ერთ-ერთ მაგალითად მან ასათიანის 71-ში მცხოვრები უცნობი პირების რეგისტრაცია მოიყვანა. ზამბახიძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ მისამართზე ამჟამად მცხოვრებმა მოქალაქემ რეესტრს უცნობი პირების ამოწერის თხოვით არაერთხელ მიმართა, ისინი საარჩევნო სიაში მაინც რჩებიან. პარტიაში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია, მათ ბინის მესაკუთრემ მიაწოდა. “ახალი ამბების” გადამღები ჯგუფი აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა, თუმცა სახლში არავინ დახვდა. ბინის მესაკუთრე არც საარჩევნო უბნის სიებში იძებნება. თემასთან დაკავშირებით კომენტარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სავარაუდოთ მოგვიანებით გაკეთდება. 

ამავე კატეგორიაში