გადაადგილების შემსუბუქება ან გაუქმება ჯერ არ იგეგმება, ასევე უცნობია, როდის გაიხსნება ბაღები და ფიტნეს ცენტრები, თუმცა ამასთანავე ეკონომიკის მინისტრი საუბრობს ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ვითარებაზე, რომლის შენარჩუნებას მთავარ მიზნად ასახელებს. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდა სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში. დღეს გახდა ცნობილი, რომ კოვიდ 19-ის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა ბათუმის ერთერთ სკოლაში, ინფიცირებული პირველკლასელია, რომელიც 2 დღის განმავლობაში დადიოდა სასწავლებელში.