შეერთებული შტატების ისტორიაში დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც იმპიჩმენტს მეორედ გადაურჩა. სენატმა საკითხი ჩააგდო და ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გაამართლა. იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო 67 სენატორის, მათ შორის 17 "რესპუბლიკელის" ხმა, თუმცა საბოლოო ჯამში ტრამპი დამნაშავედ 57 კანონმდებლებმა ცნო, 43 კი წინააღმდეგ წავიდა. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე. წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს ამბოხების წაქეზებაში სდებდა ბრალს, რომელსაც კაპიტოლიუმზე იერიში მოჰყვა.