დაბა ქედაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

14 თებერვალი 2021, 13:10 1583 ნახვა

დაბა ქედაში მოსახლეობა სანიაღვრე სისტემაზე დაზიანებული ცხაურების ახლით ჩანაცვლებას ითხოვს. ცხაურები სკოლის შესასვლელთანაა დაზიანებული, რაც მშობლების თქმით ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რთულია გადაადგილება სკოლის მიკროავტობუსებისთვისაც.

ამავე ქუჩაზე სანიაღვრე არხების დიდ ნაწილს ცხაური საერთოდ არ აქვს. ქედის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა ცნობილია და დაახლოებით სამ თვეში ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი