ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სააგენტოს დირექტორის ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი სხვადასხვა რეგიონში მდებარე კიდევ 8 ობიექტს მიენიჭა.აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ხულოში თეატრის დაარსება ცნობილი ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება.
XX საუკუნის ათიან წლებში ხულოს რაიონში სიკო დოლიძის თაოსნობით პირველი თეატრალური წარმოდგენები დაიდგა, ხოლო თეატრისათვის შენობის აგება 1931 წელს დაიწყო. 1992 წელს თეატრს მიენიჭა სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი“.