უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

10 თებერვალი 2021, 18:07 937 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. „ასეთი განცხადებები შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებით, უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და არც მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადებას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება და მას „ღრმად კორუმპირებულსა“ და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს.

სააკაშვილის თქმით, მიაღწევს იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი