ბათუმის "დინამომ" ბოსნიური "ბორაცი" დაამარცხა

09 თებერვალი 2021, 21:53 1324 ნახვა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის "დინამომ" მეორე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა. ბათუმელებმა ბოსნიური "ბორაცი" 2-0 დაამარცხეს.

პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში გია გეგუჩაძემ მოედანზე ახალი ფეხბურთელები შეუშვა და სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა. ცვლილებაზე შემოსულმა მამუჩაშვილმა 65-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.

71-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა. შავიზღვისპირელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა მეტოქის მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

"დინამო" თურქეთში 20 თებერვლამდე დარჩება და კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩს ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში