ხოფის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შესაძლოა ბათუმის მერია დაეხმაროს

09 თებერვალი 2021, 13:10 8179 ნახვა

ხოფის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მაღაზიის მეპატრონეს შესაძლოა ბათუმის მერია დაეხმაროს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

"რამდენიმე წუთის წინ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ვიცი ის რომ დაშავებულები არ გყავს. ზარალის რაოდენობა დაითვლება ძალიან მალე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტოლებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება და მოქალაქეზე დახმარება. ვიცით რომ, ერთი მაღაზიაა დამწვარი. მნიშვნელოვანია რომ, სწრაფად მოხდა რეაგირება ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან და პრაქტიკულად 15-20 წუთში მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს მოკვლევა,"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი